სოციალური საწარმო

ჯეოსელი ბიზნესისთვის

სოციალური საწარმოს შესახებ

სოციალური საწარმო არის ბიზნეს პრინციპებით მოქმედი საწარმო, რომელსაც გააჩნია სოციალური მისია და ფუნქციონირებს საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად. განსხვავებით ჩვეულებრივი,მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული საწარმოსაგან, სოციალურ საწარმოს აქვს ორმაგი მიზანი: ეკონომიკური და სოციალური/საზოგადოებრივი. აქედან უმთავრესი სოციალური/საზოგადოებრივია.

რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ სოციალურ საწარმოს, რომელმაც შექმნა პროდუქტი/თუ მომსახურება, რომელიც აგვარებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ საჭიროებას/პრობლემას და ამასთან,ახერხებს ფუნქციონირებას დამოუკიდებლად, მის მიერ წარმოებული პროდუქტისა თუ მომსახურების გაყიდვით.

დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერი სახის პირს (ააიპ, შპს, ინდ.მეწარმე და ა.შ.).

 

პრიორიტეტულია სოციალური საწარმო, რომელიც:
• დადებითი გავლენას ახდენს სოციალურ გარემოზე.
• ფინანსურად დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. 
•  თავისი საქმიანობით საზოგადოებაში შექმნა მნიშვნელოვანი სოციალური ცვლილების რეალური მაგალითი. 
•  საქმიანობის დაწყების შემდეგ გაფართოვდა და მიღებული შემოსავლით შეძლო  კონკრეტული სოციალური საკითხების წინ წამოწევა/ პროექტის გაფართოება.

რეგისტრაცია დასრულებულია

ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება