წლის სტარტაპი, წლის მცირე ბიზნესი

ჩვენი სარეკლამო კომპანია ჩვენი გუნდის წევრების რამდენიმეწლიანი ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაა:) ედვენი ოფიციალურად 2017 წლის მარტში დარეგისტრირდა, თუმცა მისი კონცეფციის შემუშავება ცოტა უფრო ადრე დავიწყეთ. პირველი რეკლამაც 2016 წლის დეკემბერში გადავიღეთ და მას შემდეგ აღარ გავჩერებულვართ და მუდმივად ვმუშაობთ როგორც ედვენის ბრენდირებაზე, ასევე ბაზარზე მის სწორად პოზიციონირებაზე, ჩვენი მომსახურების გაყიდვაზე და რა თქმა უნდა, ჩვენი დამკვეთებისთვის საინტერესო და მომგებიანი ამბების მოფიქრებაზე და გადაღებაზე:) ედვენის ბრუნვა ყოველთვიურად იზრდება და ასევე იზრდება იმ დიდი და დამწყები კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ჩვენით ინტერესდებიან. დღეს უკვე რამდენიმე სხვადასხვა პროექტზე ვმუშაობთ. უახლოეს გეგმებში კი ინოვაციური და საკმაოდ მასშტაბური წამოწყებები გვაქვს.
ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება