წლის ქართული პროდუქტი

კვერცხის ფერმა „სავანეთი“ 1999 წელს დაარსდა, 2012 წელს შეეცვალა მფლობელი და ჩაუტარდა რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა ხანგრძლივი, შრომატევადი და ძვირადღირებული რეკონსტრუქცია. როგორც მენეჯმენტის, ისე დანადგარების ცვლილების შედეგად, კომპანიამ ხარისხის ახალ საფეხურზე აიწია. წელიწადში რამდენჯერმე, ფერმის მიერ წარმოებული სუფთა ქართული კვერცხი სხვადასხვა დამოუკიდებელი ევროპული ორგანიზაციების მიერ კონტროლდება და ხარისხის ნიშანი ენიჭება. მათ შორის, კომპანია ISO სერთიპიკატის მფლობელია. „კვერცხის ფერმა „სავანეთი“, გარდა იმისა, რომ ერთადერთი მწარმოებელია ფერადი კვერცხისა, ზრუნავს მაქსიმალურად ჯანსაღი, 100% ით ნატურალური ქართული პროდუქტით მომხმარებლების მომარაგებაზე. ჩვენი მიზანია მეტი ინოვაცია, ქვეყნის ეკონომიკაში წინსვლისთვის წვლილის შეტანა და ბაზრის სიახლეებით გახალისება


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება