წლის ინოვაციური ბიზნესი

მაიჯიპიეს - ი 2007 წელს დაარსდა და მომხმარებელს დღემდე სთავაზობს ავტოპარკის და საწვავის 24 საათიან ონლაინ მონიტორინგს. საწვავის დაზოგვის იდეიდან გადავედით ელექტრო ენერგიის დაზოგვაზე და 2016 წელს დავიწყეთ გარე განათების ლედ სანათების წარმოება. LED სანათების მასიური წარმოების დაწყებას 2016 წელს, წინ უძღოდა ტექნოლოგიური სამუშაოები, კვლევები, მონაწილეობა მრავალ მსოფლიო გამოფენაში, უამრავ მომწოდებელთან და მწარმოებელთან მოლაპარაკებები, კონკურენტული გარემოს შესწავლა, საფასო პოლიტიკის განსაზღვრა და ადგილობრივ შესაძლებლობებს მორგებული ბიზნეს მოდელის შემუშავება. LED სანათების წარმოებაში მსოფლიო საუკეთესო ტექნოლოგიური სტანდარტების მისაღწევად, კომპანიის გუნდი უშუალოდ მუშაობდა სანათის თანამედროვე დიზაინის შექმნაზე, ოპტიმალური გაგრილების სისტემის აწყობაზე, საუკეთესო ხარიხის მაკომპლექტებელი ნაწილების შექმნაზე და პროდუქტისთვის საბოლოო სახის მიცემაზე. დღეის მდგომარეობით ქართული LED სანათები შეუფერხებლად და ხარისხიანად ანათებენ, თბილისის, წალენჯიხის, ზუგდიდის, ქედის, მარტვილის, სამტრედიისა და სხვა მუნიციპალიტეტების ქუჩებს. მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები ძალიან მიმზიდველი ბიზნეს მოდელის ამოქმედებაზე, რაც უზრუნველყოფს ყველა მუნიციპალიტეტის მიერ ტექნოლოგიურად მოძველებული და ძალიან ხარჯიანი განათების სისტემის ჩანაცვლებას საქართველოში წარმოებული სანათებით, რომელიც რამდენიმეჯერ უკეთეს განათებასთან ერთად იძლევა 70-80%-იან ეკონომიას ელექტრო ენერგიის დანახარჯების კუთხით.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება