წლის ბიზნესი

კომპანია ,,დიო" დაარსდა: 1996 წელს ბიზნესს სათავეში უდგანან: ლიდერული უნარჩვევების მქონე ინოვაციური და ინსპირაციული ადამიანები. კომპანია დაარსებულია ირმა დაუშვილის მიერ მის პარტნიორებთან თამაზ დაუშვილთან და თამარ დაუშვილთან ერთად. სამივე დამფუძნებელი დღემდე აქტიურად არის ჩართული კომპანიის მენეჯმენტში. თავდაპირველად: კომპანიას შემოჰქონდა მხოლოდ ფარდა-ჟალუზები მზა სახით ევროპიდან და ბევრს არ სჯეროდა, რომ ჟალუზების ბიზნესი საინტერესო იქნებოდა ქართველი მომხმარებლისათვის; ეს ის დროა,როდესაც საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად იყო განადგურებული სამოქალაქო ომის შედეგად და მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე იყო. თუმცა შეუპოვარი შრომის შედეგად კომპანია საკმაოდ სწრაფად გახდა პოპულარული და მისი პროდუქია დღემდე ასოცირდება მაღალ ხარისხთან, ახალი ტენდენციების დანერგვასთან, მომსახურების მაღალ სატანდარტებთან და ,,დიო’’ ერთ-ერთ პოპულარულ ბრენდად იქცა. 21 წელია პირველია: 3 ადამიანის მიერ ნულოვანი კაპიტალით დაწყებული ბიზნესი მუდამ ლიდერია ბაზარზე. მუდმივად უჭირავს ხელი მომხმარებლის პულსაციაზე და სისტემატიურად შემოაქვს ახალი,ინოვაციური პროდუქტები რათა დააკმაყოფილოს ბაზრის მოთხოვნები და ეს ყველაფერი შესთავაზოს ქართველ მომხმარებელს და არამარტო. კომპანიის მასშტაბები დღეს: კომპანიას აქვს 5 ფილიალი და კარგად ორგანიზებული სადილერო ქსელი,რომლითაც მთელს საქართველოში ფართოდ არის წარმოდგენილი.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება