გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

ადრენალინი

ჩვენ ვქმნით ეკოსისტემას სპორტის და სპორტსმენების განვითარებისათვის ექსტრემალურ სახეობებში, კერძოდ ფრირაიდი, სკი ტური, ფრისტაილი, სნოუბორდი, წყლისა და ქარის სპორტის სახეობებში. წლებია ვასპონსორებთ და უსასყიდლოდ გადავცემთ სრულ ეკიპირებას გამოჩენილ სპორტსმენებს. მაგალითად, დაარსების დღიდან ვასპონსორებთ ფრირაიდერ ივა წიკლაურს და ვჩუქნით მთლიან ეკიპირებას; ჩვენვე აღმოვაჩინეთ ახლა უკვე ცნობილი სპორტსმენი ჯაბა სხვედიანი, რომელშიც, როცა ჯერ კიდევ სრულიად უცნობი იყო საზოგადოებისთვის, დავინახეთ პოტენციალი და გადავწყვიტეთ, რომ წარმატების მიღწევაში დავხმარებოდით. სრული ეკიპირებით უზრუნველვყოფთ ყველა ასეთ სპორტსმენს, მაგალითად გიორგი დვალს, ბუთა ელოშვილს და მრავალ სხვას, და, მიუხედავად იმისა, რა შედეგებს დადებენ, მაინც ვაგრძელებთ მათ დასპონსორებას სრულიად უსასყიდლოდ. 


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება