საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

potato.ge

Potato.ge არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, სახლიდან გაუსვლელად შეუკვეთონ ჯანსაღი, ქართული კარტოფილი და მიიღონ პირდაპირ სახლში.

დაფუძნდა 2018 წლის სექტემბერში და ამჟამად საიტზე ხუთი სახეობის კარტოფილი იყიდება, რომელსაც პარტნიორი ფერმერებისგან ვიბარებთ, ვახარისხებთ, ვაფასოებთ და ვამოწმებთ ლაბორატორიულად. დაარსების პირველივე დღიდან აქვს კარგი გამოხმაურება და დღეს პოტატო.ჯი-ს ჰყავს 2000-მდე ერთგული მომხმარებელი.

პანდემიის პირობებში გავაუმჯობესეთ მიტანის სერვისი და შევძელით დღეში 20-დან 50 ადგილამდე გაგვეზარდა კარტოფილის მიტანის შესაძლებლობა.

სამომავლო გეგმებში შედის ასორტიმენტის გაფართოება და სხვა ბოსტნეულის დამატება (როგორიცაა ხახვი,  კომბოსტო, სტაფილო...).


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება