ორმა მეგობარმა გადავწყვიტეთ, დავკავებულიყავით მეფრინველეობით. გვაქვს ქათმის ფერმა, ვქმნით ნატურალურ და ბიო პროდუქტს. ჩვენი მიზანი პირველ რიგში ის იყო, რომ ჩვენს ოჯახებს და შვილებს ჰქონოდათ შესაძლებლობა შეეძინათ დანამატების გარეშე გაზრდილი სახლის ქათამი და წიწილა. ჩვენმა პროდუქტმა მალევე მოიპოვა ხალხის მოწონება, დაინტერესდნენ ადგილობრივი ბაზრები, რესტორნები და ასე შემდეგ. პანდემია და მასთან დაკავშირებული პრობლემები, ისევე როგორც ყველა ბიზნესს, ჩვენს ბიზნესსაც შეეხო. იმედი გვაქვს სიტუაცია გამოსწორდება და ჩვენც შევძლებთ უფრო ფართო მასშტაბური გავხადოთ ჩვენი პროდუქტის რეალიზაცია.