საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

მორთული

ბრენდი "მორთული" სულ რაღაც ერთი წელია, რაც ქართულ ბაზარზეა. ჩვენი იდეა იყო უძველისი ქართული ორნამენტის მოტივები, მისი მხატვრული სილამაზით და სიმდიდრით გადმოგვეტანა თანამედროვე დიზაინში, ჩვენს ყოველდღიურობაში. ეს ორნამენტები მოვიძიეთ სხვადასხვა კუთხეებში, არქივებში, გადავიტანეთ წინდებსა და მაისურებზე, რომლებიც საქართველოში მზადდება.  ჩვენი ისტორიის ეს ნაწილი საკმაოდ მივიწყებულია და ჩვენი მიზანია ქართული ორნამენტიკის მაქსიმალური პოპულარიზაცია. მომხმარებლებისგან დიდი დაინტერესება და კარგი გამოხმაურება გვაქვს, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ჯერ მხოლოდ ონლაინ გაყიდვები გვაქვს საიტსა და სოციალურ ქსელებში. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია იმან, რომ ადამიანებს შეუძლიათ იმ კუთხის ორნამენტებით მორთული პროდუქტის შეძენა, საიდანაც თვითონ არიან. გვაქვს მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი სამომავლო გეგმებია უფრო მეტი პროდუქტის შექმნა ყველა კუთხის ორნამენტის გამოყენებით, სტენდის ან პატარა მაღაზიის გახსნა, ასევე გვინდა ჩავრთოთ სხვადასხვა კუთხის მოსახლეობა, რომელიც დღემდე იყენებს უძველეს ორნამენტებს წინდების, ქუდების და სხვა ნივთების შექმნაში, მაგრამ არ აქვთ საშუალება ეს პროდუქტი შესთავაზონ მომხმარებლებს. ამისთვის უკვე მოველაპარაკეთ თუშეთსა და ხევსურეთში მცხოვრებ ხალხს და დავგეგმეთ ხელით ნაქსოვი კოლექციის ერთობლივად შექმნა. 


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება