საუკეთესო სტარტაპი

RECKLE$$

რექლესი - რექლესი - ეს არის პირველი ქუჩის ტანსაცმლის ბრენდი საქართველოში, რომელიც განკუთვნილია მოზარდებისთვის. "რექლესი" ცდილობს ტანსაცმელში გამოხატოს ამ ასაკის ახალგაზრდების პრობლემები - ტკივილი, სიმარტოვე, გაუცხოება . ბრენდი შეიქმნა 15 წლის ასაკში ტრაგიკულად გარდაცვლილი ნიკუშა ჯორჯაძის სახელზე, რომელიც მის თაობაში განსაკუთრებულად ნიჭიერი და პოპულარული იყო - ხატავდა , ქმნიდა მუსიკას , იღებდა ვიდეოებს და სხვა . მისი სურვილებისა და პროექტების ტანსაცმელზე გადატანის იდეა მის მეგობრებში გაჩნდა . რექლესის კონცეფციაა , რომ ყველა მიმართულებით, რომელიც ბრენდის შექმნას თუ განვითარებას უკავშირდება მთავარი მოქმედი პირები და შემსრულებლები თავად თინეიჯერები იყვნენ. ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობენ თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის (VAADS) სტუდენტები . კოლექციების ვიზუალურ და აუდიო შეფუთვაც თინეიჯერების, ჯერ უცნობიხელოვანების მიერ კეთდება, იქნება ეს ვიდეო და ფოტო გადაღება , სთაილინგი, გრაფიკული დიზაინი, მუსიკა, მონტაჟი და სხვა. ბრენდი ჩაეშვა 31 აგვისტოს და მხოლოდ ერთი თვეა რაც ბაზარზეა. ამ ერთი თვის განმავლობაში 200-მდე მომხარებელი ყავდა. კომპანიის მიზანია გაყიდვები დაიწყოს სხვა ქვეყნებში, ამისთვის დაქირავებული ყავს მოდის გაყიდვებისა და პიარის სააგენტო "ნოიზი", რომელმაც უკვე აქტიურად დაიწყო ბაერებთან მუშაობა. ტანსაცმელი იწარმოება სხვადასხვა ქვეყანაში - საქართველო, თურქეთი, იაპონია, პორტუგალია.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება