საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

სიო

"სიო • აქ არის" - არის ინოვაციური, მარტივი პირბადე, რომელიც გვხვდება უფასოდ ყველა ტიპის დაწესებულებაში. სიო დაარსდა 2020 წლის ზაფხულში, გაჩნდა იდეა, რომ დღევანდელ სიტუაციაში პირბადე უნდა იყოს ისეთივე მარტივად ხელმისაწვდომი და უფასო, როგორც ერთჯერადი ხელსახოცები კაფეებსა და სხვა დაწესებულებებში. ეს უზრუნველყოფს იმასაც, რომ პირბადე, რომელსაც ვიყენებთ იყოს ახალი და სუფთა და ასევე იმას, რომ არ ვნერვიულობდეთ, როცა პირბადე სახლში დაგვრჩება. პირბადეები ეკომეგობრულია - მასალა, რომელსაც სიო იყენებს არის 100% ბიოდეგრადირებადი. სიო უკვე დაუმეგობრდა ბევრ სხვადასხვა დაწესებულებას - ისი პარის, ეფლ სითის, კაფე მზიურს და ა.შ. 

გარდა ამისა, სიო მუშაობს ახალ პროდუქტზე "პატარა სიო", რომელიც ასევე ინოვაციური, 5x10სმ. ზომის (სელპაკის ტიპის შეფუთვაში), ერთჯერადი, 12-ცალიანი ჯიბის პირბადეა.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება