საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

უსული

კომპანია -უსული აწარმოებს 100 წლოვანი საგვარეულო რეცეპტებით, 100%-ით ნატურალურ თავის მოვლის საშუალებებსა და სამკურნალო წამლებს: დღისა და ღამის დამატენიანებელი საცხი, თვალის საცხი, ტუჩის ბალმი, კრემი პრობლემური კანისათვის, სახის და ნიღბები, კოსმეტიკური საპონი, ტონალი, დამწვრობისა და ნაწოლების სამკურნალო წამლები. ჩვენს პროდუქტებს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ძალიან ბევრი კმაყოფილი მუდმივი მომხმარებელი ქ. ონის რაიონის მასშტაბით. 2020 წელი განსხვავებულად საინტერესოდ დაიწყო, ბებიასთან ერთად დავიწყე დამზადება ამ სილამაზის ელექსირების და გადავწყვიტე ფართო საზოგადოებისათვის გამეცნო ეს უნიკალური თავის მოვლის საშუალებები და სამკურნალო წამლები. ჩვენ ორი ძლიერი მხარე გვაქვს : მრავალწლიანი გამოცდილება მაღალი ხარისხის პროდუქციის დამზადებაში და ჩემი პროფესია (ჟურნალისტიკა) ,რაც მეხმარება კარგად დავგეგმო სოციალური აქტივობები, მარკეტინგი და მოვიზიდოთ/დავაინტერესოთ მომხმარებელი. ჩვენ როგორც კომპანია -უსული, პანდემიის პერიოდში ჩამოვყალიბდით. ამ ეტაპზე ჩვენი პროდუქცია განთავსებულია ქ. ონში - ეთნოონის მაღაზიაში, ასევე გვაქვს ონლაინ მაღაზია, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში, რადგან დღესდღეობით ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ნატურალურ, ბიო პროდუქტებს. ჩვენი გეგმაა გავხდეთ ერთ- ერთი ლიდერი ბრენდი საქართველოში.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება