საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

სათანადო

ჩვენ ”ახმეტას ღვინის სახლი”, ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრი, ორგანული მეურნეობასა და ბუნებრივი ღვინის წარმოებას ვეწევით 2014 წლიდან. ამავდროულად CAUCASCERT -ის ბენეფიციარები ვართ, ეს  ორგანიზაცია მომხმარებლებს სთავაზობს ორგანულ პროდუქტების BIO სერტიფიცირებას, მათი სერთიფიკატი კანონიერად არის აღიარებული საქართველოში, ევროკავშირსა და შვეიცარიაში. ახმეტა გამოირჩევა შესანიშნავი მიკრო კლიმატით, რომელიც უზრუნველყოფს ყურძნის სრულყოფილი განვითარების პირობებს. ჩვენი მწვანე კახურის და რქაწითელის ვენახები მდებარეობს 3 მდინარის - ილტოს, ალაზანისა და ორვილის გასწვრივ ახმეტის მიმდებარედ. 2015 წელს "საფერავის", "ხიხვის" და "ქისის" ვენახები გავაშენეთ ალავერდის მონასტრის მიმდებარედ.

პანდემიამ გამოიწვია ექსპორტის შემცირება, თუმცა თავდაუზოგავი შრომისა და უცხოელ იმპორტიორებთან დამყარებულმა სწორმაკომუნიკაციამ შედეგი გამოიღო.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება