საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

BioCure

ბაიოქიური არის ნავთობ დაბინძურების გაწმენდის უნივერსალური ბაქტერიული ტექნოლოგია. ბაიოქიურით შესაძლებელია ნებისმიერი ნავთობ-პროდუქტით დაბინძურების გაწმენდა ხმელეთზე, სანაპიროზე, მარილიან და მტკნარ წყალზე. ჩვენი ტექნოლოგია ეფუძნება ქართველი მეცნიერის, მარიამ თოდუა-მჭედლიშვილის გამოგონებას, რომელიც ეყრდნობა ბუნებრივ დეგრადაციაში მონაწილე ბაქტერიებს და მათი გამოყენებით 100ჯერ აჩქარებს გაწმენდის პროცესს. ბაიოქიურის არის უნიკალური მიდგომა, ყოველი გაწმენდისას, დაბინძურების ადგილიდან ჩვენ გამოვყოფთ ნავთობის მჭამელ ბაქტერიებს, ამ ბაქტერიების გამოყენებით მზადდება პრეპარატი, რომელიც მოიფრქვევა დაბინძურების ადგილზე. ადგილობრივი ბაქტერიებს გამოყენება უზრუნველყოფს პროცესის ეკოლოგიურო ბას, რადგან ბაიოქიური არ არღვევს ბალანს ადგილობრივ ეკოსისტემაში. 2004-2006 წლებში, საქართველოში უდიდეს ნავთობ-დაღვრის ადგილზე ნინოწმინდაში, ბაიოქიურმა, 140 ჰექტარი ტყიანი ფერდობის გაწმენდისას დაადასტურა თავისი მაღალი ეფექტურობა და ეკონომიურობა. ბაიოქიურის გამოყენებით ასევე გაწმენდილია ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული 9კმ რკინიგზის მონაკვეთი. 2019 წლიდან ბაიოქიური დაფუძნდა, როგორც "Spinoff" კომპანია, რომლის მიზანი, უნიკალური ქართული ტექნოლოგიის საერთაშორისო ბაზარზე გატანაა. დაფუძნებიდან რამდენიმე თვეში, ჩვენ გავიმარჯვეთ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსში, და სილიკონის ველის ინვესტორებისგან დაკომპლექტებული ჟიურის შეფასებით გავედით პირველ ადგილზე.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება