საუკეთესო სტარტაპი

Qeto

"Qeto" არის სტარტაპი, რომელიც ყვება ძალიან ბევრ ისტორიასა თუ ამბავს. Qeto-ს სამკაული იქნმება მინერალური ქვებისგან და თითოეულ მათგანს თავისი თავგადასავალი აქვს. ყველაზე მთავარი რითიც "ქეთოები" სხვა მსგავსი სამკაულისგან გამოირჩევა არის ძალიან დიდი ემოცია, გრძნობები და სურვილები. ეს ყველაფერი დამზადების პროცესში თითეულ სამკაულშია ჩადებული და ამიტომ არიან ისინი განსაკუთრებულები, ამიტომ ჰყვებიან ნამდვილ ამბებს. სამკაულის შექმნისას მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს მინერალი და ზუსტი დატვირთვა მიენიჭოს. ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული აქსესუარი სიხარულის და კარგი განწყობის მომტანია. კარგი განწყობა კი ქმნის წარმატებულ საქმიანობას და ყოველდღიურ ცხოვრებას ალამაზებს. მინერალური ქვების მაგიური თვისებები სამკაულს დიდ დატვირთვას სძენს და მათ ტარებას ორმაგად სასიამოვნოს ხდის. ბოლო წელია ვცდილობ ფართო მასებზე გასვლას. საქართელოს რეგიონებში სამკაულს ფოსტის საშუალებით ვაგზავნი. მინდა გაყიდვების გაზრდა და სწორი პრომოუშენის წარმოება. წარმოების გაზრდა შესაძლებელი იქნება აქტიური რეკლამის საშუალებით. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებ.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება