საუკეთესო სტარტაპი

Georgian Travel Guide

Georgian Travel Guide არის ტურისტული პლატფორმა, რომელიც 2017 წლიდან
ქმნის საკომუნიკაციო სივრცეს სტუმრებისა და მასპინძლებისთვის. მასპინძლებს
აღვჭურვავთ ელ. კომერციის მძლავრი ინსტრუმენტებით, ხოლო მოგზაურებს
ვაწვდით მათთვის საჭირო ინფორმაციას შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილების
მისაღებად. B2B და B2C მოდელების გამოყენებით ერთ სივრცეში თავს ვუყრით
შეთავაზებებს, რითაც ვქმნით თანაბარ კონკურენტულ გარემოს და ვუბიძგებთ
კომპანიებს/ინდივიდებს დახვეწონ ტურისტული პროდუქტი და მომსახურება.
პლატფორმა უკვე მოიცავს გიდების, ტურების, ტრანსპორტი მოდულებს და
მომავალში ეტაპობრივად შევა ტურიზმის სხვა მიმართულებებშიც.
ციფრული საკომუნიკაციო სივრცის შექმნის პარალელურად მნიშვნელოვან
დროსა და ძალისხმევას ვახმარ ტურისტული ობიექტების რეკლამას (Destination
Marketing), რათა მოვიზიდოთ საერთაშორისო და ადგილობრივი მოგზაურები.
ვიკვლევთ და აღვბეჭდავთ ყველა იმ ტურისტულად საინტერესო ობიექტს.
ამჟამად უკვე გავაციფრულეთ 1400-ზე მეტი ობიექტი, 100 მეტი მარშრუტი და
დავწერეთ 50 მეტი სტატია. ჩვენ მოპოვებულ მასალს ვავრცელებთ საძიებო
სისტემებისადმი ოპტიმიზირებული (SEO) ვებ-გვერდის, android/iOS აპლიკაციების,
youtube-ისა და სოციალური მედიის მეშვეობით. მხოლოდ 2020 წლის ზაფხულის
განმავლობაში საიტს ეწვია 265244 უნიკალური ვიზიტორი.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება