2018წლის20სექტემბერს ჩემმა მეუღლემ საჩუქარი გაუკეთა იუბილეზე ჩვენს ქალიშვილს -- ხელნაკეთი ლარნაკი და იდეაც მაშინ დაიბადა შეგვექმნა ხელნაკეთი დეკორატიული ნივთები.დავამზადეთ რამოდენიმე მოდელი და 14 ოქტომბერს გავხსენით ინტერნეტმაღაზია-'' სილუეტი-''-მარტივი და კლასიკური სრულიად განსხვავებული სტილი მალევე დაგვჭირდა ბანკის დახმარება დამატებითი აპარატურის შესაძენად და მივაკითხეთ თბს ბანკს, რომელმაც რეალურად მიიჩნია ჩვენი საქმიანობა. ავიღეთ სესხი და გავაგრძელეთ უფრო რთული მოდელების დამზადება--გავხდით ბევრად ცნობადები დავრეგისტრირდი მცირე მეწარმედ და დავიწყეთ თანამშრომლობა მაღაზიებთან-- სამწუხაროდ პანდემიის გამო ზოგიერთი დაიხურა და ვერ გავაგრძელეთ ჯერჯერობით თანამშრომლობა , მაგრამ არ შეგვიწყვეტია ინდივიდუალურ მომხმარებელთან კონტაქტი და ზედმეტი დანაკარგის გარეშე გავიარეთ ძალიან რთული პერიოდი, რადგან კონკრეტულ მოთხოვნილ მოდელებს ვაწვდიდით მომხმარებელს. ხშირად ერთიდაიგივე კმაყოფილ მომხმარებელს შეუძლია თვითონ დაგანახოს შენი ნაკეთობა სულ სხვა კუთხით. სამომავლოდ გეგმაში გვაქვს გვქონდეს საკუთარი ხელნაკეთი ნივთების მაღაზია, რომელიც არასდროს შეიცვლის ლოფთის სტილს - მხოლოდ დაიმატებს ქვის, ხის, მინის, სარკისა და სხვა მასალების დეტალებს მრავალფეროვნებისათვის. სფერო ამოუწურავია და საკმარისი მომხმარებელი გვიცნობს იმისთვის, რომ რისკებზე წავიდეთ სამომავლოდ. გყვავს მომხმარებელი, რომელიც ელოდება სიახლეებს ჩვენგან