საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

პური მზეთამზე

მანამ სანამ ინდუსტრიული საფუარი გაჩნდებოდა, პური ტრადიციულად ,,პურის დედაზე“ ცხვებოდა. სწორედ პურის ამ ნამდვილი გემოს გაცოცხლება დაისახა მიზნად კომპანია გემოვანმა, როცა 2015 წელს პირველი პროდუქტი პური ,,მზეთამზე“ შექმნა. ჯანსაღი და გემრიელი პურის შექმნის მთავარი მიზანი მოსახლეობის ყოველდღიური რაციონის სასარგებლო ნივთიერებებით მომარაგებაა. 2015 წლიდან კომპანია მნიშვნელოვნად განვითარდა. დღიური წარმოება დაახლ. 3000%-ით (200-დან 6000მდე) გაიზარდა. დასაქმებულთა რაოდენობა გახუთმაგდა. გაიზარდა პროდუქტის ცნობადობა და პოპულარობა. მზეთამზე დღეისთვის უკვე 9 სახეობის ხორბლისა და ჭვავის პურს აცხობს და მიმდინარე წელს კიდევ რამდენიმე სახეობის დამატებასაც აპირებს. სამომავლო მიზანი კი ესეთა - მზეთამზეს პური მთელი საქართველოს მასშტაბით თითოეულ ოჯახში უნდა იყოს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ვგეგმავთ მთელი საქართველოს ათვისებას და დღიური წარმოების გაზრდას 15000 ცალამდე.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება