საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

კრესტონ პაპიაშვილი/Kreston Papiashvili

კომპანიამ სპეციალური facebook ჯგუფის Kreston Papiashvili Education Space-ის მეშვეობით უფასოს ტრენინგების სერიის ჩატარება დაიწყო რაშიც მონაწილება 3700-ზე მეტმა ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიონალმა მიიღო. კომპანიის მიერ facebook ჯგუფში შესაბამისი Live ჩართვების მეშვეობით ჩატარებული იქნა ვრცელი უფასო ტრენინგების სერია ბუღალტრული აღრიცხვისა, ანგარიშგების, გადასახადებით დაბეგვრისა და აუდიტის საკითხებზე. გარდა რეგულარული სალექციო შეხვედრებისა ფორმატი ითვალისწინებდა უფასო კონსულტაციების გაწევასაც. აღნიშნული გულისხმობდა იმას რომ ყოველი ლექციის შემდგომ ხდებოდა შემოსული კითხვების დაფიქსირება, რის შემდგომაც ხორციელდებოდა დამატებითი Live ჩართვები რაც ითვალისწინებდა ლექციის მსვლელობისას შემოსულ კითხვებზე პასუხების გაცემასა და კონსულტაციებს აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიონალებისთვის. facebook ჯგუფში Kreston Papiashvili Education Space ამ ეტეპისთვის 3700-მდე პროფესიონალია გაწევრიანებული და მათი უმეტესობა აქტიურად არის ჩართული Kreston Papiashvili-ის მიერ ორგანიზებული უფასო ტრენინგებისა და კონსულტაციების პროექტში, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჯგუფში ჩვენი წევრების აქტიურობა. კომპანია Kreston Papiashvili არ ასრულებს პროექტს, კიდევ აპირებს პროექტის გაგრძელებასა და აღრიცხვისა და აუდიტის პროფესიონალების მხარდაჭერას. ფეისბუქ ჯგუფი - https://www.facebook.com/groups/2367613186671902/?source_id=469537099746378


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება