საუკეთესო სტარტაპი

Masteron.ge

საიტი Masteron.ge - ყველა ხელოსანი და მასალა ერთ სივრეში, შეიქმნა იმ მიზნით, რომ საქართველოში ნებისმიერი ხელოსნის, სპეც-მომსახურების აგრეთვე მათთან დაკაშირებული მასალების და ნაწილების მოძიება გახდეს მარტივი ნებისმიერი მომხმარებლისთვის. საიტი გაეშვა 2018 წლის ივლისში და მოკლე დროში მოახერხა 2200-ზე მეტი მომხმარებლის და 2500-ზე მეტი განცხადების რეგისტრაცია. მიუხედავად 2 წლიანი მცირე დროის მოღვაწეობისა საიტი მოწინავე პოზიციებზეა საძიებო სისტემებში. Masteron.ge სხვა საიტებისგან გამოირჩევა: მიმზიდველი დიზაინითა და მოხმარების სიმარტივით - რეგისტრაციის, განცხადების განთავსების და საძიებო სისტემის სიმარტივით. საიტი გამოირჩევა კონცეპტუალური კუთხითაც - უფრო დაკონკრეტებული სფეროებითა და სეგმენტაციით, რაც საიტზე ძიებას ძალიან ამარტივებს. საიტს განსაკუთრებით გამოარჩევს - ხელოსნებისა და მასალების განცხადებათა მოწონებების, კომენტირებისა და რეიტინგების სისტემა. ბრენდის სახელია „Masteron.ge - ყველა ხელოსანი და მასალა ერთ სივრცეში“. მისი სიმბოლოა ჩაფხუტიანი ხელოსნის გამოსახულება. Masteron.ge-ი Facebook-ზე ფლობს პირად გვერდსა და სამ კერძო ჯგუფს, რომელთა წევრებისა და გამომწერების ჯამური რაოდენობა აღემატება 363,000-ს. კომპანია აქტიურად ცდილობს გაზარდოს ცნობადობა - ძირითადად facebook-ის საშუალებით. ახლახან საიტზე ჩაეშვა ბლოგის განყოფილება, რომელიც აქვეყნებს საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას - სიახლეებს შესაბამის სფეროში. Masteron.ge-ს მიზანია დაარსებიდან 5 წლის თავზე გახდეს ნომერ პირველი ვებსაიტი საქართველოში შესაბამის სფეროში, მინიმუმ 10,000 რეგისტრირებული მომხმარებლით და ვიზიტორით დღეში.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება