გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

Granatapfel Road

ორგანიზაციის, „ბროწეულის გზა“, დაარსების იდეა მეკუთვნის მე, რუსუდან ღუდუშაურს. ჩემი ორგანიზაციის დაარსების მთავარ და გადამწყვეთ არსს წამოადგენს ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობა. როდესაც დავამთავრე ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა „კლინიკური და ჯანმრთელობის ფსიქოლოგია" - ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოტრავმა და ომის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდები ფსიქოსოციალური ინტეგრაცია, სურვილი მქონდა, ჩემი წლილი შემეტანა აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების სოციო-ეკონომიური ინტეგრაციაში. ამ მიზნით, გადავწყვიტე დამეარსებინა ორგანიზაცია, რომელიც ახალგაზრდებს შესთავაზებდა, ტურიზმის სფეროში, კონკრეტულ პროფესიულ გადამზადების კურსებს, ხოლო, მათი სურვილის შესაბამისად, სამომავლოდ, ორგანიზაციაში დასაქმების რეალურ შესაძლებლობას. რატომ ტურიზმის სფერო? ტურიზმისა და მომსახურების სფერო ადვილად შესასწავლ პროფესიათა რიცხვს მიეკუთვნება. ჩემი სურვილია, შევქმნა დამატებითი სამუშაო ადგილები, რომლებიც ახალგაზრდებს მისცემს საკუთარი ცოდნისა და უნარების გამოვლენის შესაძლებლობას: - ახალი პროფესიის შესწავლის შესაძლებლობა; - დასაქმების შესაძლებლობა; - მომავილს პერსპექტივა; - სტაბილურობის განცდა! საქართველოს მიმართ გაზრდილი ინტერესის გამო, დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფს წამოადგენს, ამ რეგიონებში მცხოვრები ის მოსახლეობა, რომლებიც ორგანიზებული მოგზაურობებით სარგებლობენ. ეს არის ჩემი ორგანიზაციის დაარსების მთავარი იდეა - სოციალური პასუხისმგებლობა!


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება