სინერჯი კაპიტალი ყიდულობს ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიებს, შეჰყავს ინვესტორები და სინერჯის გუნდი ზრუნავს მათ სტრატეგიულ-ორგანიზაციულ განვითარებაზე, რათა ღირებულება გაუზარდოს.
„კოვიდმა“ ჩვენი პორტფელის კომპანიების ფუნქციონირებას შეუქმნა საფრთხე. ასევე, გაზარდა ინვესტორების თავშეკავების რისკი, რომ კომპანიებში ინვესტიცია განეთავსებინათ.
ცვლილებები/შედეგები:
მარტშივე დისტანციურად საშტაბო მართვის მოდელზე გადასვლა სინერჯიშიც და პორტფელურ კომპანიებშიც, რომ მობილიზებულები და ოპერატიულები გავმხდარიყავით.
გაყიდვების და მომსახურების დისტანციური არხების განვითარება ჩვენს კომპანიებში; ასევე, პროდუქტების/შეთავაზებების ცვლილება.
4 განსხვავებულ პოზიციაზე 7 ახალი თანამშრომელი ავიყვანეთ, უმეტესწილად დისტანციურად ჩატარებული შერჩევის პროცესებით.
იურიდიული პროცესები გავაციფრულეთ, იუსტიციის სახლის ელ-სერვისების გამოყენებით ამ პერიოდში კომპანიების წილების შეძენა-გასხვისების, ინვესტორების შეყვანის ოპერაციები შეუფერხებლად ვაწარმოეთ, როცა მონაწილეები სხვადასხვა რეგიონებში იმყოფებოდნენ.
საჯაროდ ვუზიარებდით გამოცდილებას კომპანიებში განხორციელებულ ცვლილებებზე, რათა სხვებსაც ესარგებლათ.
მოვუწოდეთ ადამიანებს, ვისაც ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდა, გაერთიანებულიყვნენ და დაეწყოთ ქართულ კომპანიებში წილების შეძენა, რათა ერთად უფრო მეტი ბიზნესი გადაგვერჩინა. საჯაროდ გავავრცელეთ ვიდეოები - ჩვენ როგორ ვარჩევთ და ვყიდულობთ კომპანიებს.
გაზაფხულის 1 თვეში 1.5 მილიონი ლარის ინვესტიცია მოვიზიდეთ.
2020 არასრულ წელს მეტი ახალი აქციონერი შემოგვემატა, ვიდრე 2019წ.