შ.პ.ს ,,ჯი ემ სი“ წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ კომპანიას საქართველოში, რომლის ძირითად საქმიანობას დღეისათვის წარმოადგენს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აპრობირებული, ცნობილი ბრენდების მიერ მაღალი ხარისხით წარმოებული:
ქვის სამსხვრევი მანქანა-დანადგარებისა და მათი სათადარიგო ნაწილების იმპორტი (სურვილის შემთხვევაში მონტაჟი);
ბეტონის მწარმოებელი მანქანა-დანადგარებისა და მათი სათადარიგო ნაწილების იმპორტი (სურვილის შემთხვევაში მონტაჟი);
სხვადასხვა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო ხელსაწყოები;
სხვადასხვა პროფილის საწარმოების პროექტირება, იმპორტი მონტაჟით, აგრეთვე შესაძლებლობის შემთხვევაში არსებული (ძველი) საწარმოების რესტავრაცია.
გარდა ამისა, ჩვენი კომპანია აწარმოებს სამშენებლო მასალებს, ქვიშა-ღორღს და მზა ბეტონს. 2020 წელს ჩვენ შევხვდით გაზრდილი სიმძლავრეებით. 2019 წელს თიბისი ლიზინგის დახმარებით დავამონტაჟეთ ახალი ბეტონის ქარხანა, რამაც გაზარდა წარმოების მოცულობა და შესაძლებლობა მოგვცა წარმატებით მოვმსახურებოდით არსებულ შეკვეთებს. შედეგად პანდემიის გამო გაჩერების პირობებშიც კი გავზარდეთ 9 თვის ბრუნვა წინა წლებთან შედარებით. კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს ზემოთ ხსენებული მანქანა-დანადგარებისათვის საჭირო მექანიზმების ადგილზე წარმოებას.