საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

ლავლი როუზის / lovely roses

- Lovely Roses არის ყვავილების კომპანია, რომელიც ემსახურება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მომხმარებლებს არამარტო ლამაზად შეფუთული პრემიუმ პროდუქტით, არამედ საქართველოს ბაზარზე აქამდე არნახული მომსახურების ხარისხით. ჩვენი მომსახურების არეალი მოიცავს მთლიანად საქართველოს, მაღალმთიანი რეგიონების ჩათვლით. - როგორც მომსახურების, ასევე ფლორისტიკის უმაღლესი სტანდარტების შენარჩუნებით, გასული 5 წლის განმავლობაში ჩვენი ყოველწლიური ზრდა მერყეობდა 30-დან 50%-მდე. 2019-ში გავხსენით სალონი და დღემდე მივაღწიეთ 7000-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარ მომხმარებელთა ბაზას. ახლა შესანიშნავი გუნდის და საყვარელი საქმის გარდა, გვაქვს გამორჩეული ინტერიერის მქონე სივრცე ფიქრის გორაზე, სადაც ვიღებთ და ვიძლევით ინსპირაციას. - სერვისის უმაღლესი სტანდარტის შენარჩუნებისა და პირადი რეკომენდაციების დახმარებით, ასევე ონლაინ სტრატეგიების გამოყენებით, ჩვენ გავხდით Google-ში ძებნით #1 ყვავილების მაღაზია საქართველოში. - თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის. სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ძალიან იშვიათია ყვავილების ჩუქება. ამჟამად ჩვენ ვნერგავთ სტრატეგიას, რომელიც ხელს შეუწყობს თაიგულების ჩუქების პოპულარიზაციას ადგილობრივად გაზრდილი ხელმისაწვდომი ყვავილების შეთავაზებით.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება