საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

UBG

შ.პ.ს. ,,უნივერს ბიზნეს გრუპ''-ი პანდემიის პერიოდში მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. მივიღეთ რადიკალური ზომები კადრების როტაციის თავიდან ასაცილებლად, შევინარჩუნეთ არსებული თანამშრომლები და მიუხედავად კრიზისული ვითარებისა არ შევაჩერეთ მათი ანაზღაურება. სამთავრობო განკარგულებებისა და ინსტრუქციების თანახმად, ასორტიმენტში დავამატეთ სადეზინფექციო და პირადი უსაფრთხოების საშუალებები, გავააქტიურეთ პროდუქციის მიტანის სერვისი. თანამშრომლების გადასაადგილეებლად გამოვყავით სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები. ზედმიწევნით ვითვალისწინებდით და ვანხორციელებდით მთავრობის მიერ საგანგებო ვითარებაში გაცემულ რეკომენდაციებს. ქვეყანაში შექმნილმა ეპიდ ვითარებამ კი არ შეგვაშინა, არამედ პირიქით, დაფიქრებისთვის და გაანალიზებისთვის მეტი დრო მოგვეცა, რის შედეგად გადავწყვიტეთ მოქმედებისთვის უფრო ფართო სახე მიგვეცა და გავხსენით ახალი საწარმო, რამაც კომპანიას წარმადობა გაუზარდა. დავიწყეთ პროდუქციის მიწოდება ექსპორტზე. მოგეხსენებათ ქვეყანაში რთული ვითარების გამო მოიმატა უმუშევართა რიცხვმა, მაგრამ ჩვენ სწორედ ამ პერიოდში დამატებით დავასაქმეთ ოცამდე ადამიანი. ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელობის სწორი ფინანსური და მარკეტინგული სვლებით მოვიზიდეთ გაცილებით მეტი დამკვეთი, რაც გაფართოვების პერსპექტივის უფრო მეტ იმედს გვაძლევს.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება