საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

ALICE Q GARDENING

Alice Q gardening-ი არის მოყვარული მებაღეებისთვის გამარტივებული და კომფორტული მზა პროდუქტის შეთავაზება და მიწოდება. ცალკეული ელემენტების შეკვრა ერთ პროდუქტად(მიწა, სასუქი , ქოთანი , ნერგი,ტრანსპორტირება,მოტანა, მონტაჟი დეკორაცია..) რითაც მომხმარებელს აქვს საშუალება საკუთარი ხელით მოვლილი ჯანსაღი პროდუქტი მიირთვას და საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოს. პროდუქტი გათვლილია შიდა სივრცის ,ფანჯრის რაფის , მცირე ზომის აივნისა და ეზოსთვის. ჩატარდა კვლევა საშუალო და მაღალშემოსავლიან მომხმარებელთა და ამის საფუძველზე შედგა კონკრეტული პროდუქტების კატალოგი, რომელიც მოიაზრებს სახლის პირობებში საკვები , სამკურნალო და კოსმეტიკური მცენარეების მოყვანას. (იხ.დანართი სახით).გაყიდვების ერთერთი მნიშვნელოვანი არხი იქნება თიბისი კონსიერჟი. ამ ეტაპზე ბეჭდვითი და ონლაინ ჟურნალების საშუალებით ხდება პროდუქტის შესახებ ინფორმირება. სტანდარტულ პაკეტს დავამატეთ ახალი მომსახურებები რომლის განვითარებაც აქტიურად მიმდინარეობს, ეს არის ვორქშოფები მებაღეობის, სამკურნალო და კოსმეტიკური მცენარეების მოყვანა-მოვლა-გამოყენებისათვის.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება