საუკეთესო სტარტაპი

361

361 უნიკალური პლატფორმაა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია სასურველი მგზავრობის შესახებ და დაჯავშნონ მგზავრობა დისტანციურად. 361 ამ დღეისთვის ორიენტირებულია სამარშრუტო ტაქსების სფეროზე, რომელზეც ყველაზე ნაკლები ინფორმაცია მოიპოვება ონლაინ სივრცეში. 361-ის გაშვება 2020 წლის გაზაფხულზე იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის პირობებში შეიზღუდა საქალაქთაშორისო გადაადგილება, ხოლო შეზღუდვების მოხსნის შემდეგ არასრულფასოვნად განახლდა. ამის გათვალისწინებით, 361-ის გუნდმა გადავწყვიტეთ, სატესტო რეჟიმში უფასოდ შეგვეთავაზებინა ჩვენი მომსახურება და უკეთ შეგვესწავლა არსებული მდგომარეობა. მოხარული ვიყავით, როდესაც დავინახეთ რომ არამხოლოდ მომხმარებლების კმაყოფილებას ვიმსახურებდით, არამედ უკვე გამოვიწვიეთ დაინტერესება კერძო ორგანიზაციებსა და სამთავრობო სტრუქტურებში, რომლებსაც შეუძლიათ დიდი წვლილო შეიტანონ საქალაქთაშორისო მგზავრობების ხარისხის გაუმჯობესება და სისტემატიზაციაში. ამ ეტაპზე მომხმარებლებს მგზავრობის დაჯავშნა შეუძლიათ სარკინიგზო და მხოლოდ 1 სადგურზე, როდესაც 361 აერთიანებს ინფორმაციას საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა სადგურზე და ოფიციალურად თანამშრომლობს 40-მდე მათგანთან. უახლოეს მომავალში იგეგმება საიტისა და აპლიკაციის შექმნა, სადაც, გარდა მომხმარებლისა, დარეგისტრირდებიან ასევე პროვაიდერი სადგურები. საშუალება ექნებათ მოახდინონ თავიანთი რეისების სისტემატიზაცია, აწარმოონ სტატისტიკა, აკონტროლონ ხარისხი და გააუმჯობესონ მომსახურების ხარისხი.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება