გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

სპარი

სპარ საქართველო აცნობიერებს მისი მსხვილი მასშტაბების შესაბამის პასუხისმგებლობას საზოგადოებისადმი, ასევე მოხდა პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან. ამ დროს, ჩვენ ერთის მხრივ, ჩვენს თავზე ავიღეთ ინფექციური საავადმყოფოს ექიმების კვება, მეორე მხრივ კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და “SPAR საქართველოს“ თანამშრომლობით, ევროპის 20-მდე ქვეყანაში მყოფი განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებმა SPAR-ის სავაჭრო ქსელის სასურსათო ვაუჩერებით ისარგებლებეს. "SPAR საქართველოს" საერთაშორისო პარტნიორების საშუალებით 2000-მდე სასურსათო ვაუჩერი საფრანგეთში, ესპანეთში, ბელგიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, საბერძნეთში, ბელარუსში, პორტუგალიაში, უნგრეთში, ნორვეგიაში, მალტაში, გერმანიაში, დანიაში, პოლონეთში, ავსტრიაში, უკრაინაში, სლოვენიაში, შვეიცარიაში, გაერთიანებულ სამეფოსა და ევროპის სხვა ქვეყნებში მყოფი განსაკუთრებული საჭიროების მქონე საქართველოს მოქალაქეებს გადაეცათ. მათ აღნიშნული სასურსათო ვაუჩერებით ჩამოთვლილ ქვეყნებში მდებარე სპარის მაღაზიათა ქსელში ისარგებლეს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, “SPAR INTERNATIONAL"-ის დახმარებით მოკლე დროში მოხერხდა საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი აღნიშნული მხარდამჭერი აქციის ორგანიზება. „SPAR“-ის ბრენდი, საქართველოს გარდა, მსოფლიოს 49 ქვეყანაში, 13 ათასზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება