საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

პინოლანი

პინოლანი-ფიჭვის მტვერი კაფსულებში არის ფიტოპრეპარატი -ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი- ქართული ნატურალური პროდუქტი, მოპოვებულია ბორჯომის ეროვნულ ნაკრძალში ზღვის დონიდან 1000 მეტრ სიმაღლეზე. დამუშავებულია ინოვაციური ტექნოლოგიით და დოზირებულად დაფასოვებულია კაფსულებში ევროსტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად. ფიჭვის მტვერი შეიცავს ბუნებრივად დაბალანსებულ 200–ზე მეტ საკვებ ნივთიერებას: 18 ამინომჟავას, მათ შორის 8 შეუცვლელს, ვიტამინებს (A, B1, B2, B6, B9, C, D3, E, PP, β-კაროტინი,) ძირითად მიკრო და მაკროელემენტებს, არ გააჩნია უკუჩვენება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დოპინგის კონტროლის ცენტრის მიერ ნებადართულია სპორტსმენთათვის ენერგიის აღსადგენად. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები რეგულარულად ღებულობენ პინოლანს მაღალი სპორტული შედეგების მისაღწევად. 2020 წელს ოლიმპიურ კომიტეტთან დაიდო გრძელვადიანი ხელშეკრულება პინოლანის უწყვეტი მიწოდების თაობაზე. ბოლო წლების განმავლობაში ვმონაწილეობდით რამოდენიმე საერთაშორისო კონგრესში და გამოფენაში ბიოპროდუქტების თემატიკაზე და მოვიპოვეთ რამოდენიმე დიპლომი პინოლანის შექმნის და პოპულარიზაციის გამო. ფიჭვის მტვერი არის საყოველთაოდ აღიარებული სასუნთქი გზების დაავადებათა სამკურნალო საშუალება, ეფექტურია ვირუსული დაავადებების დასაძლევად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის პირობებში. გამოიყენება მძიმე ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში ძალების აღსადგენად. მომდევნო 2 წლის განმავლობაში ვაპირებთ წარმოების გაფართოებას და რეალიზაციის გაზრდას, ექსპორტზე გატანას, ვინაიდან პინოლანი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატია მსოფლიოში.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება