GMI უზურნველყოფს ერთი მხრივ ავტორებისათვის და არტისტებისათვის საავტორო ჰონორარების შეგროვებას ყოველდღიური გამოყენებებისაგან (სარეკლამო კომპანიები, ტელევიზიები, ფილმები, ნებისმიერი ვიდეო მასალა), ხოლო მეორე მხრივ მათი კატალოგების გაციფრულებას და ჰონორარების მიღებას ინტერნეტის საშუალებით.
2020 წელი განსაკუთრებით რთული გამოდგა ხელოვნების სფეროსათვის, როდესაც აიკრძალა ცოცხალი აქტივობები და ხელოვნები დარჩნენ ძირითადი შემოსავლის გარეშე ამიტომ დიდი მნიშნელობა შეიძინა ჰონორარებმა და ინტერნეტის განვითარებამ.
GMI-მ შეძლო და ავტორებისათვის და არტისტებისათვის შემოსავლების მნიშნელოვანი წყარო შექმნა. გაიზარდა საავტორო უფლებების პატივისცემა და უფრო მეტად დაფასებული გახდა ხელოვანი ხალხი, რომლებმაც მეტი დრო დაუთემს საკუთარ შემოქმედებას. შევქმენით არაერთი საერთაშორისო სტანდარტების Youtube გვერდი, რომელსაც უკვე უამრავი გამომწერი ჰყავს, მოვახდინეთ ქართული მუსიკის დისტრიბუცია მსოფლიოს 70-მდე პლათფორმაზე მათ შორის, Spotify, Apple Music, Deezer, Amazon, Shazam და სხვა.
ინტერნეტიდან ჰონორარები ყოველკვარტლულად საგრძობლად იზრდება, შესაბამისად იზრდება არტისტების შემოსავალიც.
გარდა ავტორების და შემსრულებელებისა, GMI არის კონტენტის მწარმოებელი კომპანიების სანდო პარტნიორი, რომელიც წარმოადგენს ლიცენზირების საკითხებში ყველაზე ავტორიტეტულ კომპანიას საქართველოში. GMI-მ არაერთ პროექტს დაულიცენზირა მუსიკალური ნაწარმოები, მათი საჭიროების შესაბამისად და კრეატიულ ინდუსტრიაში სარგებლობს კარგი რეპუტაციით.