საუკეთესო სტარტაპი

მარანი სევსამორა

მარანი სევსამორა დაარსდა 2015 წელს. აღსაღნიშნავია რომ, ეს არის მარანი სადაც ერთმანეთს ერწყმის ძველი და ახალი ტრადიციები, აქ იწარმოება როგორც ქვევრის ბიო-ორგანული, ასევე კლასიკური ტიპის ღვინოები. მარანში, 300 მ² ტერიტორიაზე განთავსებულია ღვინის მუზეუმი, რომლის შემადგენელი ნაწილია სადეგუსტაციო და საკონფერენციო დარბაზები, ღვინის საცავი, და ღვინის სალონი, სადაც სტუმრებს ჩაუტრდებათ ღვინის მასტერკლასები და გაეცნობიან ტრადიციულ სამზარეულოს... მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენებულია სადემონსტრაციო ვენახები ტერასების სახით - ვენახი მუზეუმი, სადაც თქენ აღმოაჩენთ მივიწყებულ ქართულ ენდემურ ჯიშებს, აქვეა რეკრიაციული ზონა ვიზიტორებისათვის. 2018 წელს მარანში წარმოებული იქნა 7 სახეობის , 20 000 მდე ბოთლი ღვინო, რომელიც დაყენებულია ქართული ტრადიციული მეთოდით, ქვევრში. 2019 წელს მარანმა დაიწყო კლასიკური და ქვევრის ბიო ღვინის წარმოება. 2020 წელს ქვევრის ღვინის მოთხოვნიდან გამომდინარე, მისი რაოდენობა 45 000 ბოთლამდე გაიზრდა, საიდანაც დაახლოებით 25 % ბიო ღვინის წარმოებას დაეთმო. მარანი სევსამორა, ეს არის ადგილი სადაც ყოველთვის მზად არიან სიახლეებისთვის, ეს არის ადგილი სასიამოვნო დასვენებისათვის, სადაც საინტერესო ღვინო, ტრადიციული სამზარეულო და დაუვიწყარი გარემო გელით...


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება