საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

ქისა

ჩვენ უკვე თითქმის სამი წელია ვაწარმოებთ ტყავის აქსესუარებს, კერძოდ კი უმაღლესი ხარისხის ჩანთებს ქართული ტყავსიგან, ძველი ქართული დიზაინის მოდიფიკაციით. გვაქვს სამ სართულიანი სახელოსნო/შოურუმი ყიფშიძის ქუჩაზე, საიდანაც ადრე ვაწარმოებდით ძირითად გაყიდვებს, მაგრამ წლევანდელი მოვლენების შედეგად იძულებულები გავხდით გაყიდვის სრუალიად სხვა ფორმატზე გადაგვერთო ყურადღება. წელს ჩაგვივარდა ტურისტული სეზონი, რომელსაც ყოველ წელს საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღოდა ჩვენი ბიზნესის ფუნქციონირებაში და შესაბამისად იძულებულები გავხდით გამოგვენახა გაყიდვის სხვა მძლავრი არხები. ამის შედეგად, ჩვენი გაყიდვები მთლიანად გადავიტანეთ ონლაინ რეჟიმში ელ-კომერციის სხვადასხვა პლატფორმებზე , რომლებიც ექსპორტთან პირდაპირ კავშირში არიან. ელ-კომერციის სამი ძირითადი პლატფორმაა, სადაც მოვახერხეთ ჩვენი ბიზნესის გადმოტანა : Etsy, Shopify და Pinterest. დღეს ჩვენ იმაზე უფრო ძლიერი და სტაბილური გაყიდვების არხები გვაქვს ვიდრე ოდესმე გვქონია და ამ პლატფორმების დამსახურებით უკვე 2000 -სზე მეტი ნივთის გატანა მოვახერხეთ უცხოეთის მიმართულებით (კერძოდ აშშ). გარდა ამისა, გაყიდვის ეს საშუალება უზრუნველჰყოფს ჩვენი 10 კაციანი გუნდის ყველაზე უსაფრთხო სამუშაო პირობების შენარჩუნებას ჩაკეტილ გარემოში და ასევე პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში უცხოური კაპიტალის შემოდინებასთან, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად აისახება.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება