საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

The Terrace Signagi / ტერასა სიღნაღი

ჩვენი ოჯახური ტიპის რესტორანი - "ტერასა-სიღნაღი", ფუნქციონირებს 2017 წლიდან, სახლი (შემდგომში რესტორანი) რომელსაც გააჩნია უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, იყო მიზეზი იმისა, რომ ოჯახის წევრებს გაგვეერთიანებინა ძალები და გამოცდილებები და დაგვეწყო მცირე ბიზნესი. საკუთარი ხელებით შევქმენით სივცრე, რომელიც ადამიანების საყვარელი ადგილი გახდა. 2020 წლის მარტის მიწურულს,პანდემიით გამოწვეული მიზეზების გამო მოხდა ბიზნეს საქმიანობის შეჩერება, აქედან დაიწყო ფიქრი თვითგადარჩენაზე (ზამთარი-გაზაფხულის პერიოდში, სეზონურობის გამო ისედაც განვიცდიდით სტუმრების სიმცირეს). პირველი აქტივობა იყო უფასო მიტანის სერვისი სიღნაღის რაიონში, (რაც გარკვეულწილად ინოვაცია იყო ადგილობრივი მომხმარებლისთვის), რამაც კარგად გაამართლა. 2 თვის განმავლობაში გვქონდა არაერთი შეკვეთა და გვყვავდა კმაყოფილი მომხმარებელი. ამავდროულად ეს პერიოდი გამოვიყენეთ, რომ კარგად გვესწავლა ახალ რეალობასთან შეგუება, მიგვეღო სხვა ადამიანების გამოცდილება, დაგვეხმარა სხვადასხვა ონლაინ შეხვედრები შიდა ტურიზმის გადასარჩენად, ტურიზმის სფეროში უამრავი სტატია თუ რეკომენდაცია გამოიცა სხვადასხვა საიტებზე, რაც ქართულ რეალობაში გადმოვიტანეთ. საკმაოდ გავაქტიურდით სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ჯგუფებში. ამ აქტივობების შემდგომ ჩვენი ონლაინ მომხმარებლების რიცხვი გაორმაგდა. რესტორანმა ფუნქციონირება დაიწყო 1 ივნისს, ფასების შენარჩუნებამ და ჩვენმა სტრატეგიამ გაამართლა და ქართველი მომხმარებლის რიცხვი საკმაოდ გაიზარდა. შარშანდელთან შედარებით გვქონდა 25%-იანი ზრდა და გავხდით დღგ-ს გადამხდელი.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება