საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

პალატი/palaty

სიტყვა ,,პალატი” ნიშნავს ლეჩხუმური ოდის ქვითკირით ნაშენებ პირველ სართულს, სადაც ბუხარში დანთებულ ცეცხლთან ოჯახი ატარებს ძირითად დროს და გულთბილ გარემოში უმასპინძლდება სტუმარს. "პალატი ჩვენი სახლია" გახლავთ სლოგანი,რომელიც გამოხატავს ობიექტის კონცეფციასა და ფილოსოფიას. ჩვენი ძირითადი მახასიათებელი ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობის გულწრფელი პრეზენტაციაა .პერსონალის მომსახურების განსაკუთრებულობა გამოიხატება ოჯახური განწყობის შექმნაში,ემპათიურ დამოკიდებულებაში მომხმარებლის აზრისადმი , ამიტომ სტუმარსა და მასპინძელს შორის იქმნება თბილი, კომფორტული და მრავალფეროვანი ურთიერთობა.ჩვენი მიღწევებია მაღალი ცნობადობა სოციალურ ქსელებში,დაწესებულების პოზიცია,როგორც ერთ–ერთი საუკეთესო გასტრონომიული ობიექტი. სერთაშორისო მაღალრეიტინგული ტურისტული პორტალის Tripadvisor –ის certificate of excellence 2015, 2016, 2017, 2018 და 2020 წლებში.ფრანგული კულინარიული გზამკვლევის Gault and Millau -ს მიერ მონიჭებული ქუდი 2019 წელს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მადლობის სიგელი -წლის ბიზნესი 2015 Lonely Planet travel guide -ის მონიჭებული Top Choice to eat ქუთაისში წლების განმავლობაში. Restaurant Guru -ს მონიჭებული Best Atmosphere, Best Service, best Interior ქუთაისში 2020 წ. ასევე ღვინის სადეგუსტაციო სახლის ,,საწნახელის“ გახსნა პალატის ინიციატივითა და პარტნიორობით.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება