შპს ,,ლაითური ჩაის საექსპორტო კომპანიას" აქვს 25ჰა ჩაის პლანტაცია,რომლის აღდგენაც მიმდინარეობდა 3 წლის განმავლობაში.შესაბამისად კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს ჩაის პლანტაციების გასხვლა-ფორმირებასა და განოყიერებას, რაც წინაპირობაა უმაღლესი ხარისხის ნედლეულის .კომპანიის მიერ გამოშვებული როგორც შავი ასევე მწვანე ჩაი , ეკოლოგიურად სუფთა, მდიდარი სურნელისა და დახვეწილი გემოს ჩაია, სელექციური ჯიშის პლანტაციებში ხელით დაკრეფილი ორ-სამ ფოთლიანი ნაზი დუყებისაგან მზადდება. მწვანე ჩაის ფოთლები მზის ამოსვლისას იკრიფება, როდესაც მათი ტექნოლოგიური და ბიოქიმიური პოტენციალი შესაძლებლობის მაქსიმუმს აღწევს,ამ დროს ჩაის მწვანე ფოთლის ტენიანობა 76%-ზე მაღალია. ჩაის გადამუშავება კლასიკური ტექნოლოგიით ხდება და ის სრულად გადის ამ ტექნოლოგიით გათვალისწინებულ საფეხურებს: ღნობა, გრეხა, ფერმენტაცია, ხმობა და დახარისხება. ჩაის წარმოებისთვის ჩაის ფოთლის გრეხა-ფერმენტაციის, ხმობის, ასევე ჰაერის ტემპერატურის ფარდობითი ტენიანობის რეჟიმული პარამეტრები ჩვენი კომპანიის ნოუ-ჰაუს წარმოადგენს.მიუხედავად იმისა რომ ჩვენი კომპანია პროდუქციის გამოშვების 1 წელს ითვლის, პროდუქცია უკვე გავიდა საფრანგეთისა და ჩეხეთის ბაზარზე. წარმოებს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც.