საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

სტრადა

სტრადას პირველი ფილიალი შვიდი წლის წინ გამოჩნდა ბაზარზე და საკმაოდ მოკლე დროში ბრენდმა შეძლო გარდამტეხი როლი შეეტანა სარესტორნო სფეროში მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი და ნოყიერი კერძებით, გამორჩეული სერვისით და განსხვავებული ინტერიერით. კომპანიის წარმატებას ასევე მნიშვნელოვნად განაპირობებს ძლიერი, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ძალიან ხშირად უსმენს საკუთარ მომხმარებელს, მათ სურვილებს და ანებივრებს სიახლეებით. ბრენდის ძლიერი პოზიციონირება განაპირობებს სწორად უპასუხოს ნებისმიერი სახის გამოწვევებს რისი ნათელი მაგალითიც არის 2020 წლის ახალი კორონა ვირუსის შემთხვევა, რომელმაც ყველაზე მეტად ჰორეკას სექტორი დააზიანა და დააზარალა. ჩვენ შევძელით მოკლე დროში სწრაფად მოგვეხდინა ადაპტირება ახალ რეალობასთან და ყველა რეგულაციის დაცვით სტუმრებისთვის შეგვექმნა სრულიად უსაფრთხო გარემო. რაც უყურადღებოდ არ დარჩენია ჩვენს მომხამარებელს. ასევე სურსათის ეროვნული სააგენტოს და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან შემოწმების დროს ორჯერ მივიღეთ მაღალი შეფასება აღნიშნულ ფაქტზე. დღეს სტრადა წარმოდგენილია სამი გამორჩეული ფილიალით, ხოლო ახლო მომავალში ბრენდი შესთავაზებს ბაზარს ახალ ძალიან საინტერესო პროექტს.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება