საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

AE Solar

AE Solar LLC ფლობს ევროპაში ყველაზე დიდ პრემიუმ სეგმენტის მზის პანელების (PV Panels) სრულად ავტომატიზირებულ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საწარმოო ქარხანას. AE Solar-ის მზის პანელები სერთიფიცირებულია საერთაშორისო რანგის ინსტიტუციების მიერ: TUV, UL, INMETRO, MCS, სწორედ ამიტომ ის მოთხოვნადია აშშ-ს, კანადის, ევროკავშირის, ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა ქვეყნების ბაზრებზე.საქართველოში წარმოებული მზის პანელები მიწოდებული გვაქვს შემდეგი ქვეყნებისთვის : საქართველო, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, ბელგია, ნორვეგია, საუდის არაბეთი, პუერტო რიკო, თურქეთი, ეგვიპტე, იორდანია, ისრაელი, პალესტინა, ვიეტნამი, მექსიკა, არგენტინა, ჩილე, სომხეთი, ტუნისი. 2016 წელს დავაარსეთ კომპანია ქუთაისში. 2017-ში გავხსენით კომპანია თბილისში, ორიენტირებული საერთაშორისო გაყიდვებზე. 2018 წელს აქტიურად მოვიზიდეთ ინვესტიციები ქუთაისის ქარხნისთვის და დავიწყეთ წარმოება 2019 წლის მაისში. ჩვენთან წარმოებული პროდუქცია და სერვისი გაიგივებულია ევროპულ ხარისხთან. აქტიურად ვგეგმავთ ექსპორტის გაფართოებას აშშ-სა და ევროკავშირში. AE Solar LLC არის მსოფლიოში ერთ-ერთი იმ ორი მწარმოებელი კომპანიათაგანი, რომელსაც შეუძლია ექსპორტი აშშ-ში საბაჟო გადასახადის გარეშე. რაც გვეხმარება გავზარდოთ ჩვენი პროდუქციის იმპორტი აშშ-ში და დამატებით შეიქმნას 144 მილიონ აშშ დოლარამდე ექსპორტი საქართველოდან.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება