ჩვენი კომპანიის დამფუძნებლები დიდი ხანია მოღვაწეობენ სატრანსპორტო ბიზნესში. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რკინიგზის ვაგონების პარკი მოძველდა და ბევრი მათგანი მწყობრიდან გამოვიდა, დაგვებადა აზრი, რომ ჩვენი ვაგონები შეგვეძინა და გამოგვეყენებინა როგორც ჩვენი ტვირთვებისთვის, ასევე გასაქირავებლად.