საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

9 მთა

ჩვენ ვართ 9 მთა, საქართველოში ერთ-ერთი პირველი კრაფტ ლუდის კომპანიაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა და არსებობის 3 წლის განმავლობაში მომხმარებელს 25 სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ლუდსახარშის 87 განსხვავებული სტილის 140 დასახელების ჩამოსასხმელი და 400-მდე დასახელების ბოთლის ლუდი გავაცანით. 9 მთის მისიაა, გააბედნიეროს/ გაამრავალეფეროვნოს ადამიანის შემეცნება, გემოებში მოგზაურობის გზით. რეგიონში ყველაზე დიდი კრაფტ ლუდის სივრცე მომხმარებელს, 24 ჩამოსასხმელ ონკანთან ერთად ყოველთვიურად 150-მდე სხვადასხვა დასახელების ბოთლის/ქილის ლუდს თავაზობს. კრაფტ ლუდის ე.წ community-ს შესაქმნელად, ვატარებდით შემეცნებით სესიებს, ხოლო ჩვენი ლუდის სომელიე გზამკვლევია კრაფტ ლუდის მრავალფეროვან სამყაროში. პანდემიის დასაწყისშივე, თიბისი ბანკის დახმარებით შევქმენით ონლაინ გაყიდვების საიტი. რადგანაც ჩვენი ბრენდის განუყოფელი ნაწილი მისი ფიზიკური სივრცე და experience-ია, კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, რომ საიტს ქონოდა ლუდის დეტალური აღწერა და ჩვენს ლუდის სომელიესთან კონსულტაციის შესაძლბელობა. პარალელურად კი, ჩვენი ლუდის კლასები ონლაინ ფორმატში გადავიტანეთ. ჩამოსასხმელი ლუდის მოყვარულთათვის კი, ჩამოვიტანეთ ქილებში ჩამოსასხმელი დანადგარი, რომელიც მის მობილურობას განაპირობებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველაფერს ამას ჩვენი გუნდი აკეთებს მაღალი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება