საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

სამედიცინო მომსახურეობა

გამოვირჩევით სამედიცინო მომსახურეობის მაღალი ხარისხით. სერვისების ეფექტურად გაყიდვების სტრატეგიით გავხდით ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო დაწესებულება ქალაქში. სტაციონალში მოთავსებულ პაციენტების ოჯახებში ყოველ საღამოს ვურეკავთ და ვატყობინებთ პაციენტების ზოგად მდგომარეობაზე. პაციენტის გაწერის შემდეგ კი ყურადღებას ვიჩენთ მათ მომავალ მდგომარეობაზეც. სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის დროს, გარეთ დაყოვნებისა და მოცდის რეჟიმში მყოფი პაციენტის ახლობლები პერიოდულად, გამოცხადების სერვისით ინფორმირებულნი არიან პაციენტის მართვის შესახებ მის გასტაციონარებამდე. პაციენტებს აქვთ საშუალება ადგილზე მიიღონ ერთგულების ბარათები, რომლის მიხედვითაც ოჯახის ოთხ წევრთან ერთად მთელი წლის განმავლობაში სარგებლობენ სპეციალური ფასდაკლებებით და დაგროვების ქულებით, რაც ექვითებათ ყოველი შემდგომი მომსახურეობისათვის გადასახდელი ანგარიშსწორების დროს. ლოიალური პაციენტის ერთგულების ბარათები ასევე ექსკლუზიურ შეღავათებს გულისხმობს კლინიკის გარეთ ზოგიერთ მომსახურებებზეც, მაგალითად განხორციელებული მომსახურეობის საფასურში ასევე ექსკლუზიურად შესულია რეაბილიტაციის კურსების საკმაოდ ძვირად ღირებული მომსახურეობა წყალტუბოს მაღალტექნოლოგიურ ბალნეოლოგიურ ცენტრებში. საკმაოდ აქტიურად ვარეკლამებთ და მომსახურეობის თაობაზე ინფორმაციებს ვავრცელებთ პოსგსაბჭოური ქვეყნების სოციალურ ქსელებში, სადაც მედიცინის დონე მკვეთრად ჩამორჩება საქართველოს სამედიცინო დონეს. პრიორიტეტს წარმოადგენს სამედიცინო ტურიზმის თემა, ტელე მედიცინა და ონლაინ კონსულტაციები უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება