10 წელზე მეტია ვქმნი ხელნაკეთ აქსესუარებს, ტანსაცმელს. აქსესუარები იქმნება ქალებისთვის, ბავშვებისთვის და მამაკაცებისთვის. შევქმენი საკუთარი ბრენდი "ბარნოვი", ლოგო და ბრენდინგი მეკუთვნის მე, ონლაინ არხებით ვყიდი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზეც. აქსესუარების დასამზადებლად ვიყენებ ქსოვილს, ტყავს, ბუნებრივ ქვებს, მდინარის მარგალიტებსა და ანტიალერგიულ მეტალს. სამოსის შესაქმნელად ვიყენებ ორ განსაკუთრებულ ტექნიკას: ტამბურული ხელოვნება-ლუნევილური ქარგვის ტექნიკა და ბრაზილიური ქარგვა (3D) მოცულობითი ქარგვა. პარალელურად შევისწავლე ბისერებით 3D ქსოვის ტექნიკა. ჩემს პროდუქციას განსაკუთრებულს, უცხოს და უნიკალურს მრავალფეროვანი ტექნიკა ხდის. მუდმივად ვზრუნავ ბრენდის რეპუტაციაზე, ხარისხიანი პროდუქტის შექმნა და ხელმისაწვდომი ფასები არის ჩემი მთავარი ამოცანა. აქტიურად ვმონაწილეობ გამოფენა-გაყიდვებში ქვეყნის მასშტაბით, ასევე საქველმოქმედო პროექტებში ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. სამომავლოდ მაქვს სურვილი მივიღო მონაწილეობა საერთაშორისო ღონისძიებებშიც. ამას გარდა, აქტიურად ვგეგმავ არსებული პროდუქციის გამრავალფეროვნებას, ახალი ხაზისა თუ აქსესუარების დამატებას, ასევე თანამედროვე სამოსზე ეროვნული ელემენტების დამატებას. მნიშნველოვანი ნაბიჯი იქნება საკუთარი სახელოსნო-სალონის გახსნა, სადაც პროდუქციის შექმნასთან ერთად იქნება გამოფენა-გაყიდვა.