საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

საწნახელი/satsnakheli

ღვინის სადეგუსტაციო სახლი „საწნახელი“ დაფუძნდა 2016 წლის 30 ნოემბერს ქუთაისში. იდეა „საწნახელი“ წარმოიშვა რამდენიმე მეგობრის ერთობლივი სურვილით, რომ ქუთაისში ყოფილიყო ადგილი, სადაც იცხოვრებდა ღვინო. ღვინის და მევენახეობის 8000-წლიანი ისტორიის მქონე ქვეყანაში მრავლად უნდა იყოს ადგილები, სადაც მომხმარებელი შეძლებს ღვინის კულტურის ბოლომდე შეგრძნებას. 2016 წელს ქალაქში არ იყო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა ღვინის კულტურის ბოლომდე აღქმა; ძნელად მოიპოვებოდა ქართული მრავალფეროვანი ღვინის დაგემოვნების საშუალება; ღვინო და გასტრონომია თავის მხრივ განუყოფელი მოცემულობაა. ჩვენ შევძელით ქართული ღვინის და გასტრონომიის იდეალურად შეხამება. ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია ტრადიციულ ქართულ კერძებთან ერთად ახალი გამოცდილება იყო რეგიონში, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურიტული სექტორისთვის. ჩვენ მომხმარებელთა ინტერესის გათვალისწინებით 4 თვეა რაც შევიცვალეთ ლოკაცია, რათა მეტად მრავალფეროვანი პროდუქტები და უფრო ხარისხიანი სერვისი შეგვეთავაზებინა სტუმრებისთვის. საწნახელი დღემდე ძალიან ბევრ ინოვაციურ თუ ტრადიციულ და საინტერესო პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ესენია: ღვინის პროფესიონალური დეგუსტაცია, ტრადიციული ქართული სამზარეულო, ღვინის მაღაზია, არტ სივრცე, ვინოთეკა, მასტერკლასები, კორპორატიული შეხვედრების ორგანიზება, ღვინო და სპორტი, ახალი პროდუქტების პოპულარიზაცია, მუსიკა, ტრენინგების და გამოფენების ორგანიზება, ლექციები, ქართული ნატურალური პროდუქტები და ა.შ.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება