ჩვენ შევქმენით ინოვაციური პროდუქტი სილამაზისა და თავის მოვლის ინდუსტრიისთვის, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. ეს არის მულტიპლატფორმა, რომელიც შედგება სალონის ადმინისტრაციული მართვის სისტემისგან და ასევე მომხმარებლის მობილური (iOS და Android) აპლიკაციისგან.
სალონის ადმინისტრაციული მართვის სისტემა მიზნად ისახავს მოახდინოს მიღებული ჯავშნების დიჯიტალიზაცია და ბიზნესს ინფორმაციის გაანალიზებაში დაეხმაროს.
ჩვენს მომხმარებელს კი შეუძლია, ერთ აპლიკაციაში იხილოს ჩვენს სისტემაში ინტეგრირებული ყველა სალონი და მარტივად განახორციელოს ჯავშანი სასურველ ცენტრში, სასურველ პროცედურაზე, სასურველ სპეციალისტთან, სასურველ დროს.