საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

Realty Guide

„Realty Guide“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი უძრავი ქონების სააგენტოა, რომელიც აშშ-ში არსებული ინდუსტრიის მოდელის დანერგვასა და ადგილობრივ ბაზართან ადაპტაციას უწყობს ხელს. გუნდი მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან მომსახურებას უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და ინვესტიციების სრული დაგეგმარებისათვის. კომპანიისათვის ცვლილებებზე დროული რეაგირება 2020 წელს ახალი არ ყოფილა. 2019 წლის 8 ივლისიდან, როდესაც რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ფრენების შეჩერებამ მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას, მიზნად დავისახეთ ახალი ინვესტიციების მოზიდვა, დასავლეთიდან ვალუტის შემოდინების ხელშეწყობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რაც გამოგვივიდა. COVID-19-ის გავრცელება კიდევ ერთი გამოწვევა იყო, თუმცა მალევე მოვახერხეთ, კრიზისი შესაძლებლობად გვექცია. მაშინ, როდესაც უძრავი ქონების ინდუსტრია საგრძნობლად შენელდა და თბილისში 38%-ით დაეცა გაყიდვების რიცხვი, მივხვდით, რომ საჭირო იყო სწრაფი მოქმედება. ამ პერიოდის განმავლობაში შევქმენით ახალი ბაზა ქვეყნის ბიზნეს/საინვესტიციო გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის და ვაწარმოეთ აქტიური ონლაინ მარკეტინგული კამპანია უცხოელ ინვესტორებთან. შედეგად შევიძინეთ ახალი პარტნიორები. მომხმარებლებს შევთავაზეთ უწყვეტი, სანდო, კომფორტული და მაღალი ხარისხის ონლაინ/დისტანციური მომსახურება. სამსახურში შევინარჩუნეთ ყველა კადრი და გადავიყვანეთ მოქნილ, დისტანციურ რეჟიმზე, რომლითაც დღესაც მუშაობენ.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება