ქართულ-გერმანულმა რეპროდუქციულმა ცენტრმა 2019 წლის 1 სექტემბერს მიიღო პირველი პაციენტი. ამ დღეს ჩვენს დაბადების დღედ მივიჩნევთ. ეს ჩვენი დამოუკიდებლად არსებობის პირველი წელია. გვინდა საქართველოში მაღალი ხარისხის ევროპული მომსახურება დავნერგოთ და უშვილობის პრობლემის მქონე პაციენტებს უახლესი მეთოდებით ვუმკურნალოთ.
საქართველოში, სამწუხაროდ, უშვილობის მზარდი მაჩვენებელია, რაც უძველესი კულტურის მქონე ერისთვის სერიოზული პრობლემაა.
რადგან უშვილობის მიმართულებით ვმუშაობთ და უცხოელი პაციენტებიც გვყავს, შემოსავლის ნაწილი გადავწყვიტეთ ქართველი წყვილების დასახმარებლად გამოგვეყენებინა. გახსნის დღიდან სხვადასხვა მედია საშუალებითა და ტელე-გადაცემებით ვცდილობთ მივაწვდინოთ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ არსებობს ფონდი „შენთვის“ და ის უშვილობის პრობლემების მქონე პაციენტებს ეხმარება.
ჩვენ სოციალურ ვალდებულებად ვაქციეთ ამ ორგანიზაციის ბენეფიციარების დახმარება და ფონდის პაციენტებს სხვადასხვა ძვირადღირებულ პროცედურებს ვუფინანსებთ, ჩვენი ექიმები კი უფასო კონსულტაციებს მართავენ . ფონდის ეგიდით ზაფხულის განმავლობაში, მოვიარეთ საქართველოს რეგიონები, და 1000ზე მეტ პაციენტს გავუწიეთ უფასო მომსახურება.
სხვადასხავა გზებით ვცდილობთ ფონდი „შენთვის“ შესახებ ცნობადობა გავზარდოთ ბიზნეს წრეებშიც, რათა სხვა კომპანიებიც შემოგვიერთდეს და მეტი უშვილო წყვილის დახმარება მოხდეს.