საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

GOGO fashione

ქალაქ ფოთში მაქვს გახსნილი ტანსაცმლის მაღაზია უკვე შვიდი წელია. პირველ ეტაპზე ტანსაცმელი ჩამომქონდა თურქეთიდან, თუმცა მალევე გადავწყვიტე, ჩემით დამეწყო კერვა და პროდუქტების დიდი უმრავლესობა ჩემი შექმნილი. ვქმნი შარვლებს, ბლუზებს, მაისურებს, პალტოებს და თითქმის ყველანაირი სახის ქალის ტანსაცმელს. მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ კარგი ხარისხის ტანსაცმელი ხელმისაწვდომი ფასებით, რაც ვფიქრობ, მთავარი უპირატესობაა, რაც სხვებისგან გამომარჩევს. სამომავლო გეგმებში მაქვს დამხმარე მკერავების დაქირავება და 100% ხელნაკეთი ტანსაცმლის რეალიზაცია. ასევე ვფიქრობ ახალი ფილიალების გახსნაზე რეგიონებში და ბრენდის ცნობადობის გაზრდაზე. 


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება