საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

იკო

ვარ ტყავის აქსესუარების დიზაინერი. ვამზადებ ნაკეთობებს ნატურალური ქართული ტყავისგან, რომელსაც ვამუშავებ ხელით და ვკერავ ორი ნემსის პრინციპით. ხშირად ვიყენებ ძველქართულ ორნამენტებს გრავირების გზით. ასორტიმენტშია ჩანთები, საფულეები, ქამრები, სარკეები ტყავის ჩარჩოში, სამაჯურები, ბრელოკები სხვადასხვა აქსესუარები; ნივთები ოფისების, სასტუმროების, რესტორნებისა და ბარებისთვის. ნივთებს შორის ბევრი მრავალფუნქციონალურია. ვასრულებ ინდივიდუალურ და კორპორატიულ შეკვეთებს. ჩემი დამკვეთები არიან: HRS, Casino Shangrila, Tbilgvino, Batoni restaurant, British Georgian Chamber of Commerce, “Little Georgia” (Georgian Restaurant in London), Xo, Funicular, Oriflame და სხვა. მიღებული მაქვს მონაწილეობა ბევრ გამოფენაში. მათ შორის 2020 წელს: პერსონალური გამოფენა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის ეზოში; მუსიკალური ფესტივალის „ზაფხულის ღამის ჯაზის“ დროს გამართული გამოფენა; ახალი ვირტუალური პროექტი „ინსპირაცია“, თენგიზ სეფიაშვილთან ერთად. ჩემს ბრენდს აქვს საკუთარი „ფეისბუქის“ და „ინსტაგრამის“ გვერდები, სადაც წარმოდგენილია ჩემი ნაკეთობები. პროდუქცია განთავსებულია სხვადასხვა ონლაინ გაყიდვების ვებგვერდებზეც. წლის ბოლომდე გაიხსნება ელექტრონული მაღაზია „ეტსი“ საიტზე. დაგეგმილი მაქვს ახალი პროექტი: შეზღუდელი შესაძლებლობების მქონე პირთათვის ეტლზე დასამაგრებელი მრავალფუნქციური ჩანთები.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება