საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

სამყარო-our world

სასწავლო ცენტრი სამყარო დაარსდა 2011 წელს. ვამზადებთ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ყველა საგანში, გვაქვს ბუღალტრული და საგადასახადო საქმის კურსები, ასევე უცხო ენების კურსები, გავცემთ სერტიფიკატებსაც.  ცენტრში წარმატებით ისწავლება მუსიკალური საკრავებიც: ფანდური, გიტარა და სხვა. ისწავლება ზოგადი უნარები მაგისტრებისთვის და სამუშაოს მაძიებლებისთვის. პანდემიამდე ჩვენი მთავარი გამოწვევა იყო საატესტატო გამოცდების გაუქმება, რამაც თავდაპირველად დაგვაკარგვინა მომხმარებლები, მაგრამ მალევე იგივე ბავშვები დაუბრუნდნენ ცენტრს და განაგრძეს მომზადება სააბიტურიენტო საგნებში. ვფიქრობთ, ეს ცენტრში შექმნილი გარემოს დამსახურებაა: სიმშვიდე და წესრიგია ყოველთვის, არ ცდება გაკვეთილები და გვყავს ყურადღებიანი პედაგოგები. გარდა ამისა, შევარჩიეთ სტრატეგიული მდებარეობაც: ცენტრი მეტრო რუსთაველთანაა, კოსტავას 11 ნომერში. რაც შეეხება პანდემიას, მივიღეთ გადაწყვეტილება ონლაინ სისტემაზე გადასვლის, რისაც თავიდან ძალიან გვეშინოდა, მაგრამ პედაგოგებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი. არ შეცვლილა საგაკვეთილო ცხრილი, არ არეულა ჯგუფები და ისე გადავედით ონლაინ სისტემაზე, რომ მოსწავლეებს დიდი ცვლილება და დისკომფორტი არ ეგრძნოთ. შედეგებიც საუკეთესო იყო ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის და მაგისტრებისთვის. შევინარჩუნეთ ოფისიც, თანამშრომლების ხელფასებიც და დღესაც წარმატებით ვაგრძელებთ საქმიანობას.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება