საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

Happy Green

Happy Green აწარმოებს ცივი დაწურვის წესით მომზადებულ წვენებსა და სმუზებს, მცენარეულ რძეს და ჯანსაღ ვეგანურ დესერტებს. მთავარი უპირატესობა ჩვენი პროდუქტის არის ცივი დაწურვის ტექნოლოგია, რაც იძლევა საშუალებას შევინარჩუნოთ მაქსიმალურად ვიტამინები და მინერალები. ასევე დესერტების ვეგანური ხაზი, სადაც არ არის გამოყენებული არანაირი მავნე ინგრედიენტი, მხოლოდ ნატურალური პროდუქტი. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს დეტოქს პროგრამებს სახლში მიტანით. 2020 წელი იყო გამოწვევების წელი, რომელმაც გვაჩვენა, რომ საჭიროა ონლაინ გაყიდვების გაძლიერება. ჩვენი კომპანია არსებობს მეორე წელია; ზრდა იყო მდგრადი, მოვახერხეთ შესვლა კვების ობიექტებსა და ფიტნეს დარბაზებში, სადაც წარმატებით ვყიდდით ჩვენ პროდუქციას, ასევე არის სტაბილური ზრდა ონლაინ გაყიდვებში. ჩვენმა პროდუქციამ ცნობადობა მოიპოვა სოციალური ქსელების მეშვეობით და მომხმარებელის ნდომა გამოწვეული იყო მაღალ ხარისხიანი და ნატურალური პროდუქტით, ჩვენი მომხმარებელი ხედავს შედეგს დეტოქსის; ორგანიზმის განტვირთვას და წონაში კლებას და მუდმივ კლიენტაფ ხდება. მომდევნო ორი წლის გეგმა არის ონლაინ გაყიდვების ზრდა, ახალი პროდუქციის დამატება და სავაჭრო ქსელებში შესვლა პროდუქციით.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება