საუკეთესო ადაპტაციის მაგალითი

მოლეკულა

პანდემიის დროს, როდესაც ყველაფერი ჩაიკეტა და მომავალი იყო ძალიან ბუნდოვანი, ჩვენ დავსხედით და დავიწყეთ ფიქრი, თუ რა უნდა გვეკეთებინა ამ პირობებში. რომ გადავხედეთ ბაზარს, რა თქმა უნდა მუშაობდა მხოლოდ პირველადი საჭიროების მიმწოდებელი ბიზნესები (საკვები, მედიცინა, კომუნალური სერვისები) და აქა იქ გამოჩდა მეწარმეები რომლებიც აქტიურობდნენ ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და სხვა მსგავსი პროდუქტები. მაშინ ჩვენ დავიწყეთ ფიქრი, რა ახალ მოთხოვნილებებს გააჩენდა კოვიდი და მივედით დასკვნამდე, რომ მკაცრად მოთხოვნილი დისტანცირების და იზოლაციის გამო, უნდა გაზრდილიყო მოთხოვნა სენსორულ ელექტრო ხელსაწყოებზე. პირველივე რაც მოვიძიეთ, პირდაპირ კოვიდუსაფრთხოებასთან იყო კავშირში - სენსორული სადეზინფექციო დისპენსერი. ჩვენ ლოქდაუნისას დავაფუძნეთ კომპანია და ჩამოვიტანეთ პირველი პარტია, 300 ცალი დისპენსერი. პროდუქტმა გაამართლა და მისი გაყიდვები დღემდე გრძელდება.


ნოემბერი რეგისტრაციის დაწყება
დეკემბერი რეგისტრაციის დასრულება
იანვარი ფინალისტების გამოვლენა
თებერვალი დაჯილდოების ღონისძიება